literature

arcerti gamis arc erti sityveb

Deviation Actions

sabai's avatar
By
Published:
810 Views

Literature Text

დასასრულის დასაწყისი ან პირიქით



ჩემი ამბავი აქ სრულდება
როდესმე ოცნებებიც ხომ ფუჭდება

დამჭკნარ ზამთრის ჩირს ემსგავსება
შემდეგ ზაფხულში ყველას ენატრება

მახსოვს მწვანე ეზო,
სანთელი არ ენთო

კარები გავაღე
ვერავის ვერ ვარგე.

გარეთ გავიხედე
ჩემ თავს ვერ მივხედე

უკან შემოვბრუნდი
წყვდიადში დავბრუნდი

მე ვთქვი ვიტირებ თქო
ცრემლი ვერ ვიპოვე

ისევ დამეკარგე,
ნეტავ არასდროს... არასდროს მენახე

ღმერთო რას მერჩი თქო
შემდეგ გამახსენდა
მე გეხმარებიო, ნისლიდან შემახსენა.

შხეფებმა დამასველა.
ეს ნისლი გამახსენა,
ამ ნისლმა დამაბნია,
არ მითხრა რომ კარგია.

იმ დღეს ოთახში სითბოს რომ ვეძებდი,
ძებნაში დაკარგული ვერაფერს ვერ ვწერდი

გულზე ელდამეცა
შხამია ეს ზეცა

თვალები ავიხვიე
ვარსკვლავებს მოვურიე
გემო გავუსინჯე

ნისლის გემოს იყო,
იყო და არა იყო

ჩემი ამბავიც ისევ აქ დაიწყო.






მე ვაშრობ შავ ზღვას


ხანდახან სიტყვებთან ვთამაშობ
ხან ვრითმავ
ხან ვკამათობ
დღემდე ამ შავ ზღვას ვაშრობ.

სოფელში დაღამდა
სიტყვებიც გათავდა
სარკეში სხეული თანდათან გაქარწყლდა.

იმ დღეს, არა ... იმ ღამეს
აი მაშინ რომ მოხვედი, მითხრეს რომ გავნეს.
კარებში იდექი, მე ფეჩთან ვიჯექი
სიბნელე მეცა...

ქუჩაში იმ გოგოს ტანზე არ ეცვა
უბიწო იყო
ვკითხე რა გიყო?
ევამ ხომ ადამს ვაშლი გაუყო.
მისი ცხოვრებაც ცრემლებად დაიყო.
მე საძებნელად სინათლემ დამიპყრო.

არ ვიცი რამდენს...
ან ორს,
ან თვრამეტს
მე შევაწუხებ ოლიმპზე ათას ღმერთს.
თვით ზევსთან ვიტყვი მე გუილით სათქმელს.
დავწურავ ღვინოს,
დაე, იმ ღმერთმაც კარგად გაიგოს.

თივასაც მოვჭრი.
ბალახსაც მოვთხრი.
მის საძებნელად გემსაც გამოვთლი.
შენ საძებნელად ნიჩბებს გამოვთლი.
ან ორს,
ან ერთს,
არავის არ ვეტყვი,
...არც ღმერთს.
მე მის გარეშე გავიკვლევ ყველა გზებს.
ვერა, ვერც სირინოზის ხმა მე ვერ მავნებს.

ბოლოს დავჯდები მწვანე ბოსტანში
ქოხსაც ავაგებ,

მთვარეს შევხედავ
ვარსკვლავს აანთებს,
იქნებ მეძებდე, გზას გაანათებს.

ისევ დავჯდები მე ჩემ ბოსტანში,
ნიახურს დავთეს,
ნაკადულს მასმევს.
მზეს რომ შევხედავ, სხივით გამავსებს.
იქნებ ცხრა გზით შორს.
ათასი მთვარით შორს

ეს ნაკადული იქნებ შენც გასმევს.

და თუ სიტყვებმა ისევ ვერ ავნეს,
ვერ ავნეს შენ გულს, ცხრა გზით დაკარგულს,
თუ ვერ გრძნობს ამ ქვეყნად ვერცერთ ნაკადულს.
ან ერთში
ან ორში
ან ასში......

მაშინ დავჯდები მე ჩემ ბოსტანში.
და ვეტყვი მთვარეს
ვარსკვლავი არ ვნებს.

და ენთოს მარად,
და თუ ოდესმე გავხდები ავად.
გთხოვ...მინახულე
მე ხომ მთვარესთან ვანთივარ მარად.







ფაჩუჩები

დრო,წამი, ფიქრები…შენთან ვიქნები
წითელ ან ლურჯ ფრად გადავიქცევი
ვიქცევი ალბათ რა ცუდად ვიქცევი
გულზე მონატრებასავით მექცევი

ფერებად…
ფერად ფერებად მოგეფერები
ნუ მეფერები…ხომ პოეტია და არა ბავშვი
ბავშვი…
ქუჩაში დარბის ლამაზი ბავშვი

ლამაზი,
სიტყვას უხდება ის ფარნავაზი
გაგეღიმება…და განათდება
ნაზი, ლამაზი
სიცივე ნაზავი ის ფარნავაზი…

წითელი…
წითლად დავწინწკლავ შენ ტუჩებს
ცარციან ქუჩებს,
ტკივილს მიყუჩებს,
გაყინულ ლაყუჩებს,
სადმე ავხიკავთ ცხოვრების ნაჭუჭებს
კარი გააღე…
ბუხართან გახვედრებ წითელ ფაჩუჩებს







შენთან

მხოლოდ ერთმა
ღმერთმა
ჩემმა
და
შენმა
მხოლოდ
მან იცის, რომ  ამ ცივ ღამეს
ზამთრიან ღამეს,
როცა ღრუბელია,
სუსხავს,
თან ცივა და წვიმაც მოდის მგონი.
მგონი?
არა, მოდის
მაწვიმს,
შენც გაწვიმს?
არ გაწვიმს იმიტომ, რომ არ ხარ ჩემთან.
სად ხარ,
ღმერთთან თუ?
...
მხოლოდ მან იცის, რას ვგრძნობ ახლა
არც მან
მინდა იცოდეს
მაგრამ იცის
ღმერთია,
ერთია,
შენი და
ჩემია.
უცნაურია...რომ ვფიქრობ
ძნელია
არ მინდა იფიქროს, მაგრამ
ღმერთია,
ესეც ძნელია...არ უჭირს ნეტა?
ეს ხომ ჩემთვის ძალიან ძნელია
თითქოს დიდი
ბნელი და ცივი ხვრელია,
ბნელია
არც არსად არის სინათლე.
ან არის, უბრალოდ მე არ მინათებს
საოცარია,
თან უცნაურია
არ გწამდეს მისი.
არ იცოდე, არის თუ არა,
არ იცოდე, როდესმე თუ ნამდვილად ნახავ...
მას სწამს შენი.
მან იცის შენზე ყველაფერი.
მან იცის, რომ ხარ
და იცის, რომ როდესმე,
ან დღეს, ან ხვალ, ან...
შენ მას ნახავ
გიყვარდეს და არასდროს დაკარგავ.
თუ დაკარგე...
არა თუ მაქ და არ არის ჩემი?
მაშინ არ გეკუთვნის
და მიყვარს.
მიყვარს და არ მეკუთვნის.
...რა საჭიროა სიყვარული, როცა ის მასთან არ მიდის.
ვისთან?
შენთან, შენთან და
ღმერთთან.





დავწერ ლექსებს

დღეს მთვარე ბნელდება
ღამე ბერდება;
დღეს შენზე ვფიქრობ
კალამს არ ვინდობ;
სანთელიც დამიდნო
ვარსკვლავი ამინთო
ხელები გამითბო
კოცონი დამინთო

მე დავწერ ლექსებს
ჩავკიდებთ ხელებს
ვიპოვით ძველ ხეს
უდაბნოს ცხელ გზებს,
ხის ძირში ჩამოჯდები,დაღლილი წამოვწვები
ჩემ ფიქრებს აგონდები,კალთაში დავღონდები
შენ თითებს ვაგონდები.
შემახე ხელები
ნაზად მეფერები.

მე დავწერ ლექსებს
ჩავკიდებთ ხელებს
მის გვერდით ვივლი ცხოვრების გრძელ გზებს.






ეკალი

სევდის ზარები დარეკეს
გავრეკე;
სულ ერთბაშად და თეთრად გავრეკე
დავრეკე;
წუხელ შენ სახლში დავრეკე
გავტეხე;

მე გუშინდელი ფიქრი გავტეხე.
დავტეხე;
ვარდს ყველა ეკალი დავტეხე
ეკალი;
გულში მესობა ნაზი ეკალი
ვარდს ნუ ავნებო,
მთხოვს ნუ ატკენო

გესმის?
სევდის ზარები დარეკეს
ვარდსაც აღარა აქვს ეკალი
ყელა დავტეხე.

და ვზივარ ეხლა ვიწრო ნატეხში
ირგვლივ ყველა ტირის
ყვირის რას მერჩი
და მხოლოდ ვარდი ზის კმაყოფილი
დღეს ხომ გამართლდა მისი ლოდინი.
მან მოიცილა ეკალი ყოფილი.

და ვზივარ ეხლა ვიწრო ნატეხში
ირგვლივ არ ტირის
არავინ ტირის,
მხოლოდ ეკალი ჩამომჯდარა შავ-ბნელ კუთხეში
ის ხომ დაკარგულ სიყვარულს მისტირის.





გადაწყდა

გული არ დამწყდა
თოჯინას ძაფები ნელ-ნელა დააწყდა
და გაწყდა . . .

გადაწყდა ვის ველი
ეს თმები სულ სველი
ვაშლთან შავი გველი
ეს ხე ალისფერი
ადამი კაცის ფერი
ევა . . . მე ხესთან შენ ჩრდილს ველი.
და ვაშლი მწვანე . . . ოდნავ ვარდისფერი. . .
გინდოდათ  არაფერი, წაშალე ყველაფერი.

მე ვხედავ სველ გზას
ზღვა ნისლში ღელავს
თან გულში თითქოს წითელ ცად ფეთქავს.
და ფეთქავს, და ვხედავ
ეს მოძრაობა ნელდება ერთხმად.

საათი წითლად,
წიკწიკებს წუთებად
სიცოცხლეს მითვლის ოხერი ხურდებად.

და გაწყდა. . .

თოჯინას ძაფები ნელ-ნელა დააწყდა
გული არ დამწყდა.!







ისევ დაღამდა ლურჯი ფარდებით
  

ისევ დაღამდა ლურჯი ფარდებით
ცაში აჭრილა თეთრი აფრები... და მე გავქრები
ან ისევ შავ ტბაში თეთრად დავდნები... – შუქი ჩავაქრე, ისევ დავჯექი ,შემდეგ ავდექი დავფიქრდი “ ვინ ვარ?”- მივხვდი უაზროდ ... აზრები თავში... ფურცელი გადავდე, სულ თეთრი დავდე.

მხოლოდ ორი სიტყვა,
მეტი რად მინდა.
მხოლოდ შენი სუნთქვა, ვთქვი მეტი არც მინდა...
მხოლოდ შენ რომ იყო, მე წყალიც არ მინდა;
ვთქვი ....  და  დავდუმდი.  – დამეღალა კალამი უმოძრაობით, მახსოვს სულ პატარა მუცელში ვმოძრაობდი. ერთი , ორი, ერთი ორი... დაიღალა მუცელიც, მეც და ეს კალამი ისევ  უმოძრაობით.

ირგვლივ წითლად ინათა, ღრუბლები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, წითლად ინათა, წითლად... წითლად... და სულ უძლური დავეცი სკამზე, ვფიქრობდი რაზე?

და ისევ მოდის იმ სიმწრის გზაზე
კაცი ნახული . . .  

და რაზე ვფიქრობ? ან რაზე ვდარდობ
ან რა გამათბობს , რისგან გამათბობს?

ამბობენ ქუჩაში სიცივე ნავარდობს
მითხარი გამათბობ? სუსხისგან გამათბობ?

სულელი ! რას ვამბობ,
პატარა ობოლს მზეც კი არ მათბობს,
და შენ კი ლამაზ კაბაში ჩაცმული
ხელებსაც უვლი, ყვავილს მოუვლი.

შენ ლამაზ ბაღთან ჩუმად მოვირბენ.
ბუჩქთან მივირბენ.

შენ ისევ ზიხარ შენ თეთრ კაბაში,
ყვავილთან ნავარდობ,
ფიქრებს ცას ნუ ანდობ.

და ვიჯდე ასე მე მწვანე ბუჩქთან
გრძონობებით სავსე,
თვალებით მავსე.

შემდეგ ინათა ცაზე ღრუბელმა,
აღმოჩნდა სიზმრების არ მაქვს უფლება.

ვიჯექი სკამზე
ვფიქრობდი რაზე?. . .



არ ვიცი მარტოობა რას დავაბრალო,
ეს გრძნობა გულით როდემდე ვატარო?

და ვიცი არ ვარ მარტო...

გამვლელს მე რა ვანდო?
ფიქრები გავანდო?
სანთელიც ჩავაქრო, ეკლესიებში ხატებთან ავანთო?
ხატები,  ფიქრებად შეღებილი მაღალი ხატები
თან ვქრები
ხან ვდნები

ახლოს რომ მივედი,
არ ვიცი ვის ველი,

თვალები სულ სველი,
ხელები...
სანთლებად დნები.

იცი იმ ღამეს . . . ხელი რომ მომკიდა
ვიფიქრე სიცოცხლე ორმაგად მომინდა,
მომინდა მისთვის ფრთები,
ბუმბული ყავისფერი.
ვიფრენდით ფერად-ფერად შევღებდით ათას ფერად.

დავწერდი ბგერა-ბგერა. . .

იცი იმ ღამეს . . . ხელი რომ მომკიდა
იმ ღამეს სიცოცხლე ორმაგად მომინდა.

მომინდა ცისარტყელა ...

ცისარტყელა... ცისარტყელა...

იმ ღამეს სიცოცხლე ორმაგად მომინდა.
იმ ღამეს სიკვდილი ობლად ჩამომცილდა,

იმ ღამეს მარტოობას უჩემოდ მოსწყინდა.


იცი? იმ ღამეს, ხელი რომ მომკიდე
ვიფიქრე ეს გული შენთვის წამოვიღე.








* * *

მე რაღაცისთვის ვცხოვრობ
მე ვიღაცისთვის ვომობ
ვომობ სიტყვებით, ფერადი ფიქრებით
ვისვრი ყვითელით, თბილი სხივებით
ხან ცუდად ვექცევი,
ხან ერთმანეთში სირბილით ვიღლები
ვიღლები ყვირილით
ვიღლები ტირილით
ვიღლები ამ ხალხის უაზრო ღიმილით

ღიმილი არ მათბობს
ქუჩაში არ მართობს
თქვენ ფიქრებს არ მანდობს
და ვდარდობ...
ვდარდობ ომებით
უაზრო ბრძოლებით
მიწაზე ჩიტები
ჰაერში ტყვიები
მზეს დააწყვიტეს ოხრებმა სხივები

მგონი ვიღლები,
იმ ღამეს მოყმესთან ერთად ვიჯდები
ვიტირებ სიტყვებით
თეთრ თმაზე ფიქრებით
ვიბრძოლებთ ომებით
ბოლოჯერ ვღონდებით

ციდან ტყვიებს დავყრით
ცრემლებს ობლად გავყრით
ვიცხოვრებთ ერთად
მშვიდობასთან ერთად
და თუ ოდესმე ვიკითხე “მე რისთვის ვცხოვრობ?”
ცხოვრობ ცხოვრებით
არანაირი ომებით
ცხოვრობ სიტყვებით, ფერადი ფიქრებით

ერთად დავფიქრდებით
დღეიდან მზეს გავახარებთ ახალი სხივებით










                      მარტოობა ანუ მეორე თვე

მეორე თვე დაიწყო.
პირველად ზუსტად ერთი თვის წინ, ნაწყენმა ან თუნდაც გაბრაზებულმა, სხვის სურვილებში არეულმა, მაშინ პირველად მოვუხურე ჩემს გრძნობებს ხის კარები.
სკამზე დავჯექი, აი ესე ... ირგვლივ არაფერი გავახარე, ღიად მხოლოდ პატარა ფანჯარა დავტოვე, რომ მონატრებული ჰაერი ხანდახან მაინც ჩამესუნთქა.
რა მოხდა მერე?...

როდესაც იგრძნობ,
ხანდახან გტკივა,
ხანდახან არ გტკივა გეწვება პირი,
ხანდახან მსუყეა, გემო აქვს ტკბილი.

ეს გრძნობა და ტკივილიც ხომ წინაპრებმა დაგვიტოვეს, ჯერ კიდევ მაშინ ვერ გაუძლო ადამიანის გულმა, ხელმა, გრძნობებმა ... სიყვარულს ენდო ადამიანი და მოტყუვდა თქო, გეტყვით და ვიცი იცით კიდევაც... და მართლაც მოტყუვდა ოხერი.
აქაც ასე მოხდა,

ქალმა გასინჯა
ალბათ იცოდა რომ ვინმე დასჯიდა

... და ნდობა
კაცი ხომ სიყვარულს პირველად ენდობა.

... არარაობა, იზრდები, უყურებ, ცივა...
გიხარია ან მოგწონს სხვას რომ სტკივა, სარკეში იხედები თურმე გაზრდილხარ, ფეხი გადადგი გულიც აგტკივდა, შემდეგ შენ მიხვდი სხვისი ტკივილი. დღეს უკვე გესმის ბავშვის ტირილი.

უცნაური სისწრაფით გადის ამ ოთახში დრო, მაგიდაზე საათი იტირებს, მხოლოდ ერთი ისარი აქვს...მაინც წიკწიკებს.

წიკწიკებს, წიკწიკებს
ოდესღაც ფიქრებით ვჩეკავდი წიწილებს.
იწვიმებს?
არა, დღეს უკვე აღარ იწვიმებს.

დღეს ადრე მეღვიძა.
საათი წიკწიკებს, სარკეში სრულებით იგივე ადამინს ვხედავდი. წვერი ალაგ ალაგ ამომსვლია, სახეზე ფერები ჩამომსვლია. თმები მეზრდებოდა, სახე ბერდებოდა.

გულზე თითით ვაკაკუნე, არ ცემს....
ღამე წარსულიც ვინახულე, არ ვნებს
სახე მეცვლებოდა
გული მეღლებოდა,
აწყმო წარსულიდან ბერდებოდა.

მეორე თვე დაიწყო.
სიზმარში სინათლის სხივებად აიწყო,
გავიღვიძე.
წიკწიკი ახალი ციფრიდან დაიწყო..

სარკეში ჩავიხედე
სივრცეში გავიჭედე...

...სარკეში არაფერი ჩანდა, მხოლოდ ოთახი,
ხან წინიდან,
ხან ზევიდან,
ხან ქვევიდან
ხანა გვერდიდან...
ჩემი თავის ძებნაში ვბორგავდი.

გუშინ ქარი ქროდა მახსოვს.
კარიც ნიავს გაუღია
ღვინოც აღარ მათრობს,

სხეული გაპარულა
ესეთი რა ნახულა?
სარკეში საათი ორ ისრად დანახულა.








ხაზები ცხოვრების

მე წყალში ვიპოვე ხაზები ცხოვრების
ჭიქაში ჩავასხი გრძნობები ოცნების
ოცნებით ვკვდებოდი
ვერა ! ვერ ვხვდებოდი
ვხდებოდი;
ვდნებოდი;
სანთელთან ვკვდებოდი

მე წყალში ვიპოვე ხაზები გრძნობების
ჭიქაში გავახილე მე თვალი ცხოვრების. . .








მეც მომაქციეს აკვარიუმში

მეც მომაქციეს აკვარიუმში
მითხარი ხომ დაწერ ჩემზე დღიურში
დაწერე გარიჟრაჟზე
დაწერე მამლის ხმაზე
დაწერე იმ ტალღებზე ობლად რომ მივუშვი.
დაწერე სიყვარულზე
დაწერე ოქროს ფერზე
დაწერე იმ ფიქრებზე შენსკენ რომ მივუშვი
მითხარი ხომ დაწერ ჩემზე დღიურში
. . . რომ მომაქციეს აკვარიუმში









ტირიფმა მომკლა

მეწყინა...
წინ გავიხედე მოხუც ქალს ეტკინა,
ხელი მივაშველე, თქვენი ჩხუბიც ხომ გუშინ გავაშველე.
ჩხუბი რომ დაიწყო
სიცოცხლეც აიწყო,
მუქ ფერებად, სამკუთხედებად დაიწყო.

ეშმაკმა დალახვროს ყველა ფიქრები.
დღეიდან ხომ შენი აღარ ვიქნები.
და მაინც... ჩემ გულში ვარდისფრად ინთები.
ეშმაკმაც დალახვროს რა არის ფიქრები?!
დღეიდან არც ღამე აღარ ვიქნები.

დრო მიიწურა, წამი გაიწურა
ოფლად დამეღვარა ცრემლი და ტირილი
ყვირილით მივაწყევლე მაღალი ტირიფი
მარწუხებს მავლებდა
თითქოს არ მვნებდა.

მზეც ჩაიწურა, ზღვა გ
arcerti gamis arc erti sityvebi
© 2006 - 2024 sabai
Comments9
Join the community to add your comment. Already a deviant? Log In
HappyHappyDreamer's avatar
miyvars yvela Sheni leqsi...

ici ratom?

imitom rom matbobs...